ჩვენ შესახებ

SOTERI არის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი და გემოვებიანი კლასიკური სამოსის წარმოებით. ჩვენი კონცეფცია დაფუძნებულია ტრადიციული ელემენტების ინოვაციურთან ჰარმონიულ შერწყმაზე. მთავარ მიზნად კი დავისახეთ ისეთი მოდური, და პრემიუმ ხარისხის სამოსის შექმნა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება საკუთარი თავის გამოხატვაში, შესძენს მათ თავდაჯერებულობას და ამავდროულად, აგრძნობინებს თავს კომფორტულად.

თბილისში მდებარე მოდის, დიზაინისა და წარმოების სახლი, SOTERI, 2022 წელს დაარსდა, სოფიო ანდღულაძისა და იენ კარვერის მიერ. ბრენდის შექმნა განაპირობა საერთო ხედვამ და მისწრაფებებმა, როგორც ხელოვნების საკითხებში, ასევე საქმეში. ორივე დამფუძნებლისთვის ფუნდამენტური აღმოჩნდა ავთენტურობის შენარჩუნებისა და მომდევნო თაობებისთვის გადაცემის სურვილი. გვჯერა, რომ სტილი არ არის მხოლოდ ის, თუ რა გაცვიათ, არამედ რამდენად არის სამოსი თქვენზე მორგებული. ჩვენს წარმატებას განსაზღვრავს ისეთი პროდუქციის წარმოების იდეა, რომელიც ინდივიდუალურად იქნება ნაფიქრი და გათვლილი თითოეულ მომხმარებელზე.

SOTERI-ს სახლს ჰყავს გამოცდილ დიზაინერთა და მკერავთა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს დამფუძნებლის, სოფიოს, დედა- ლუდმილა. მოდელიორობის ვირტუოზის, ლუდმილას, პირველი შეხება ნემსისა და ძაფის ხელოვნებასთან მოხდა ღრმა ბავშვობაში, თავის საოჯახო ატელიეში. წლების განმავლობაში მან განაგრძო საერთაშორისო მოდის სახლებში გამოცდილების შეძენა. ლუდმილამ პროფესიონალურ დონეზე აითვისა ფრანგული, იტალიური და ბრიტანული სამკერვალო ოსტატობა. პრემიუმ ხარისხის სამოსის შექმნა ქირურგიულ ოპერაციას ჰგავს, რომელიც საოცარ სიზუსტეს საჭიროებს, ხოლო ლუდმილა ამას დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით აკეთებს.

ხელით მუშაობის ტექნიკის უმაღლეს დონეზე ცოდნისა და სამკერვალო მანქანების სრული აღჭურვილობის მეშვეობით, ვქმნით ახალ ქართულ ხარისხს, რომელსაც ვუწოდებთ “ავთენტურ სამკერვალო ოსტატობას”. SOTERI-ს სამოსი სრულად მზადდება საქართველოში. ჩვენი წარმოებით ვრჩებით ეთნიკურობის, ინდივიდუალურობის და მომავალი თაობების ერთგულნი.

ჩვენი ნაბიჯები

2022

The Soteri brand was founded soon after its two founders’ paths crossed during the summer. The team started out in a compact, single-window atelier resembling an attic, with just a few sewing machines and tools. But their limited means were more than compensated by a passion for the tailoring craft and the goal of creating beautiful and functional garments that stay in people’s hearts.

2023

A unique opportunity arose at the onset of 2023 that could not be missed. Swift, bold action resulted in the establishment of Soteri’s new fashion design and production house that our friends and clients have come to love. The move into the larger workspace was complemented by an expansion of our technical design expertise, and by year’s end, we had locally identified the talent that would comprise a tightly knit art and media department.

2024

Building on more than a year of successful design and production work, 2024 has opened with fresh ideas, partnerships and plans with educational institutions, media agencies, commercial entities and new and returning individual clients looking to express a confident look.

Testimonials

SOTERI-მ დამიმზადა სამოსი სტამბოლში მოპოვებული უმაღლესი ხარისხის ავსტრალიური შალისგან, რომელიც იდეალურად მომერგო და ამისათვის ატელიეში ჩემი მისვლა მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ გახდა საჭირო. ატელიემ სრული მომსახურება გამიწია Salive Row-ის მსგავს, საკმაოდ ხელმისაწვდომ, ფასში. აღფრთოვანებული ვარ ამ მოდის სახლით და თამამად ვუწევ მათ რეკომენდაციას.

Paul Bell

SOTERI-მ დამიმზადა სამოსი სტამბოლში მოპოვებული უმაღლესი ხარისხის ავსტრალიური შალისგან, რომელიც იდეალურად მომერგო და ამისათვის ატელიეში ჩემი მისვლა მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ გახდა საჭირო. ატელიემ სრული მომსახურება გამიწია Salive Row-ის მსგავს, საკმაოდ ხელმისაწვდომ, ფასში. აღფრთოვანებული ვარ ამ მოდის სახლით და თამამად ვუწევ მათ რეკომენდაციას.

Paul Bell