ინდივიდუალური შეკვეთები

ბისფოუქ შეკვეთები არის SOTERI -ს გული და სული. ჩვენი მოდის სახლი ასახავს ქართული კულტურის განუსაზღვრელ უნიკალურობას, თავისი გავლენით, ფერებითა და შესაძლებლობებით. ტრადიციული სამკერვალო ფასეულობებისთვის თანამედროვე შტრიხების დამატებით ვქმნით სტანდარტს, რომელიც უძლებს დროს. ბრენდის სილუეტები მორგებულია უნიკალურად მომხმარებლების სხეულის ფორმებზე და ხაზს უსვამს თითოეული მათგანის პიროვნულ მახასიათებლებს. გვინდა ადამიანების ცხოვრების სტილი, ღირებულებები გამოვხატოთ სამოსის მეშვეობით და შევძინოთ კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა მათ, ვინც ჩვენს ბრენდს ატარებს.

სამოსის შექმნის პროცესი მოიცავს კონსულტაციას ატელიეს კვალიფიციურ ოსტატებთან, რათა შეირჩეს სწორი ქსოვილი, ხოლო შემდგომ მაღალი ხარისხის ტექსტილისა და დახვეწილი თარგის მეშვეობით ჩანაფიქრი ვაქციოთ თქვენზე მორგებულ პრემიუმ ხარისხის სამოსად. თქვენგან საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე კონსულტაციაზე მოსვლა ატელიეში. გვაქვს უდიდესი გამოცდილება მრავალფეროვანი კოსტიუმების, კაბების, ჰალსტუხების დამზადებაში, რაც, სურვილისამებრ, მათ სხვადასხვა აქსესუართან ერთად დამზადების საშუალებასაც გვაძლევს.

ბიქსფოუქ შეკვეთისთვის შეხვედრის ჩასანიშნად დაგვიკავშირდით, ხოლო თუ თბილისში იმყოფებით, გვეწვიეთ ნებისმიერ დროს მოდის, დიზაინისა და წარმოების სახლ SOTERI- ში.

გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა

    Georgia, Tbilisi, Soteri