ჩვენი სერვისები

მოდის, დიზაინისა და წარმოების სახლი, SOTERI, გთავაზობთ როგორც კლასიკური სამოსის საკუთარ ხაზს, ასევე ინდივიდუალური (ბისფოუქ) შეკვეთის სერვისს. ვემსახურებით კერძო პირებს და, ამავდროულად, აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რათა ვაქციოთ რეალობად რაც შეიძლება მეტი ადამიანის სურვილი და ჩანაფიქრი. ჩვენი სრული მომსახურება მოიცავს შესაბამისი ქსოვილის შემოთავაზებას, ესკიზის დამზადებას, მის ტექნიკურად გამართვასა და, ყველა ქარხნული სტანდარტის დაცვით, თქვენზე მორგებული სამოსის შექმნას. ჩვენი ატელიეს ოსტატებისთვის შეუძლებელი არაფერია – ვასრულებთ ნებისმიერი ზომის, ფორმისა და სტილის შეკვეთას. ბრენდის მიზანია ისეთი კონცეფციის შემუშავება, რომელიც სამკერვალო ფასეულობებს გააერთიანებს ავთენტურობასთან და, ამასთანავე, შესძენს მას ინოვაციურ ელფერს.

SOTERI -ს დაარსების პირველივე წელს მონაწილეობა მივიღეთ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამოსის ბრედნების პროექტებში. ვითანამშრომლეთ სკოლებთან, სასტუმროების, რესტორნების ქსელებთან და მსოფლიო დონის სპორტსმენებთან.

პარტნიორები

დაგვიკავშირდით